„ბი დი სი“ აკადემია გთავაზობთ ესპანური ენის შესწავლას.სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით და სხვადასხვა ესპანურ ენოვანი სახელმძღვანელოებით, ასევე პრესის და აუდიო-ვიდეო საშუალებებით.
კურსი მოიცავს სამ დონეს: დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი. თითოეულის ხანგრძლივობა 6 თვე . მეცადინეობა ტარდება , როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად, კვირაში სამჯერ. გაკვეთილის ხანგრძლივობა – 1 საათი.
Nivel inicial –დაწყებითი დონის მიზანია სტუდენტმა თავისუფლად შეძლოს კომუნიკაცია ელემენტალურ დონეზე. დაწყებით დონის შესასწავლად გამოვიყენებთ ესპანურენოვან სახელმძღვანელოებს :“ Español 2000”, “Gramática de uso del español”, მოვისმენთ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებად ფრაზებზე აგებულ დიალოგებს და წავიკითხავთ მარტივი დონის მოთხრობებს . კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ საკმარისი გრამატიკული და ლექსიკური ცოდნა ყოველდღიური სიტუაციებისათვის თავის გასართმევად.
Nivel intermedio –მეორე დონის მიზანია , რომ სტუდენტებმა გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი თემატიკის მიხედვით შესწავლილი ფრაზეოლოგიით და გაიფართოვონ შემეცნება საშუალო დონის ესპანურით მიწოდებული ენციკლოპედიური ინფორმაციით . ამ დონის შესასწავლად ვიყენებთ შემდეგ სახელმძღვანელოებს : “Español 2000”, “Gramática de uso del español”, “Español sin fronteras”, “ Ejercicios prácticos (curso intensivo de español)” და ვისმენთ ნაწყვეტებს სხვადასხვა ესპანური ფილმებიდან. ასევე ისწავლება პრესის მიმოხილვა. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ ესპანური ენის გრამატიკის და ძირითადი ლექსიკის მყარი საფუძველი.
Nivel superior- მესამე დონე საშუალობას გვაძლევს განვამტკიცოთ ცოდნა, როგორც ესპანური ენის გრამატიკაში ასევე ლექსიკაში. ენის ცოდნის ამ დონეზე სტუდენტს ექნება საშუალება, რომ თავისუფლად, გამართულად, ფუნქციონალურად, ადეკვატურად გამოიყენოს სამეტყველო აქტივობის ყველა სახეობა. გამოყენებული სახელმძღვანელოები :“Español sin fronteras”, “ Ejercicios prácticos (curso intensivo de español), “Perfeccionamiento”.კურსის წარმატებულად დამთავრების შემთხვევაში, სტუდენტები მიიღებენ შესაბამისი დონის სერტიფიკატს.რუსთაველის გამზ. № 36. ტელ: 5(93) 25-25-08 / 832 251 47 30. academy@bdc-center.ge; www.bdc
↧