ეს კურსი 1, მაქსიმუმ 2 თვიანია და გთავაზობთ KET, PET, FCE, TOEFL, IELTS, CAE, CPE ტესტირებებისათვის მომზადებას, და აბიტურიენტთა მომზადების სპეციალურ კურსს გრამატიკაზე აქცენტირებული და, ამავე დროს, კომპლექსური პროგრამით. ასევე არის ბიზნეს ინგლისურის კურსი (Intermediate) დონეზე.
ასევე გთავაზობთ ჯგუფურ (ჯგუფები პატარაა და მაქსიმუმ 5 სტუდენტისთვისაა გათვალისწინებული) და ინდივიდუალურ მეცადინეობებს ზოგად და აკადემიურ ინგლისურში დონეების მიხედვით: Beginner, Elementary, Pre-Intermediate, Intermediate, Upper-Intermediate, Pre-Advanced, Advanced.
მეცადინეობები ტარდება კვირაში 1,2 ან 3-ჯერ (ან მეტჯერაც), თითოეული დონის მიახლოებითი ხანგრძლივობაა 2-დან 6 თვემდე. გაკვეთილები ტარდება კვირაში 6 დღე (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით), დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე (8 საათი არის ბოლო გაკვეთილის დაწყების დრო). მეცადინეობების ინტენსივობის გაზრდა ან შემცირება შესაძლებელია თქვენი მოთხოვნისა და საჭიროების მიხედვით. ჩარიცხვა ხდება ტესტირების საფუძველზე.
კურსის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ მოდულებს: კითხვა, წერა, მეტყველება, მოსმენა, გრამატიკა და ლექსიკა. გთავაზობთ ფასდაკლებას სპეციალურ შემთხვევებში. დამატებითი ინფორმაციისათვის სხვადასხვა ფასდაკლებების შესახებ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე.
გისურვებთ წარმატებას!
ტელ.: 593 502 172, 593 502 172, 2 365 255.
↧