Quantcast
Channel: ყიდვა გაყიდვა MyMakler.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 4751

გერმანული ენის კურსები +Au-Pair პროგრამა

$
0
0
ტრენინგ ცენტრი "NB" გთავაზობთ: გერმანული ენის კურსები აბიტურიენტებისათვის და მათთვის, ვისაც სურს ენის შესწავლა + Au-Pair-ის პროგრამული სწავლება (სწავლა და მუშაობა გერმანიაში). პირველი - საწყისი დონე: Grundstufe - ელემენტარული გერმანული (წერა-კითხვა, გრამატიკის მოკლე კურსი, ყოველდღიურად ხმარებადი გამონათქვამების და წინადადებების გამოყენება) - მათთვის, ვისაც სურს მოემზადოს გოეთეს ინსტიტუტის ტესტირებისათვის ან მასში სასწავლებლად. კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე. მეორე - საშუალო დონე: Mittelstufe - დამოუკიდებლად საუბარი, ნაცნობ თემებზე თავისუფლად საუბარი, გრამატიკის სრული კურსი, (გერმანული უმაღლესი სასწავლებლების მიერ აპრობირებული) აუდიო და ვიდეო გაკვეთილები. კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე. მესამე - მაღალი დონე: Oberstufe - ენის სრული გამოყენება. რთული ვრცელი ტექსტების გაგების უნარი, აზრის თავისუფლად გამოხატვა (საოფისე გერმანულის პაკეტი.) კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე. მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით. ტესტირების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი. თითო თვის ღირებულებაა : 100 ლარი. მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით. Au- Pair სააგენტო და ტრენინგ ცენტრი ,,NB” გთავაზობთ დახმარებას ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ გამგზავრება გერმანიაში, სადაც დასაქმდებით გერმანულენოვან ოჯახებში.(მხოლოდ გოგონებისათვის) (გერმანია18-დან 24 წლამდე) გეძლევათ შანსი გაეცნოთ უცხო ქვეყნის კულტურასა და ხალხს, შეისწავლოთ გერმანული ენა ან აიმაღლოთ ენის ცოდნა პრაქტიკით. Au-Pair- ებს ეძლევათ საშუალება ხელმისაწვდომ ფასებში გაიარონ გერმანული ენის შემსწავლელი კურსები, რაც დაეხმარებათ მომავალი პროფესიული შანსების გაზრდასა და დასაქმების პერსპექტივების გაუმჯობესებაში. მათთვის ცხოვრება და კვება უფასოა, იღებენ ყოველთვიურად ჯიბის ფულს - მინიმუმ 260 ევროს და ამის სანაცვლოდ ეხმარებიან მასპინძელ ოჯახს ბავშვებზე მზრუნველობასა და სახლის მსუბუქ სამუშაოებში. Au- Pair -სთვის საჭირო და აუცილებელი წინაპირობები გერმანული ენის მყარი საბაზისო ცოდნა ( Start Deutsch- ის სერთიფიკატი) ასაკი 18 -დან 24 - წლამდე ( გერმანია) ცნობა იუსტიციის სამინისტროდან ნასამართლეობის შესახებ. (ორიგინალი და თარგმანი გერმანულ ენაზე) მზადყოფნა უცხო ქვეყნის თავისებურებათა შეგუებისთვის. მასპინძელი ოჯახი გთავაზობთ 1. კვებას სრული რაციონით. 2. საკუთარ ოთახს. 3. ჯანმრთელობის დაზღვევას. 4. გერმანიაში მგზავრობის ბილეთს. 5. ჯიბის ფულს- 260 ევრო. 6. 1,5 დღე თავისუფალი, როგორც წესი კვირა. 7. ( სამუშაო საათები: კვირაში 30 საათი, 6/5, დროის განაწილება ხდება ოჯახთან შეთანხმებით) 8. 4 კვირიანი ანაზღაურებადი შვებულება. 9. საშუალება გაქვთ მონაწილობა მიიგოთ გერმანული ენის შემსწავლელ კურსებში საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში. ყველა მსურველს გაგიწევთ უფასო კონსულტაციებს და მოგაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას ამ პროგრამასთან დაკავშირებით. დაგეხმარებით დოკუმენტების მომზადებაში (დოკუმენტების თარგმნა, მოსაწვევის მიღება მასპინძელი ოჯახისაგან გერმანული ორგანიზაციის გავლით). დაგეხმარებით გერმანულ ოჯახთან კომუნიკაციაში e- mail, Fax- ით, skype და ა. შ ასევე ვიზირებასთან დაკავშირებული ფორმალობების მოგვარებაში. მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით. მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი, სულხან საბას ქ. #1/5, ეროვნული ბანკის გვერდით; ტელეფონები: 272- 87 -87, 2 14-66-43, 593 73 70 43; ელფოსტა: birchadze12@gmail.com skype:nbcenter.ge ვებ-გვერდი: www.nbcenter.ge

Viewing all articles
Browse latest Browse all 4751

Trending Articles