Quantcast
Channel: ყიდვა გაყიდვა MyMakler.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 4751

თბილი იატაკი ინფრაწითელი სხივებით

$
0
0
ინფრაწითელი თერმული გამოსხივების თერმო-ფირებით გათბობა - ეს არის შენობა-ნაგებობების გათბობის ახალი თაობის სისტემა, რომელშიც გამოყენებულია ზეთხელი, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური კარბონული თერმო-ფირები. ინფრაწითელი თერმული გამოსხივების თერმო-ფირების საშუალებით უმოკლეს ვადაში (5-10 წუთი) შესაძლებელია საკმაოდ დიდი სივრცის შენობა-ნაგებობის გათბობა. თერმო-ფირის დაფენა შესაძლებელია ნებისმიერ სახის ზედაპირზე. მასზე შეიძლება დაეწყოს იატაკის საფარის ნებისმიერი სახეობა: ქვა, ხე, ქსოვილი, პოლიმერი. ის არის ხანძარუსაფრთხო, ექსპლუატაციაში - ხანგრძლივ მოქმედი მასალა (40-50 წ.). მარტივია თერმო-ფირის მონტაჟის პროცესი: ის არ მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესიულ მომზადებას. საჭიროა მხოლოდ ელექტრო ქსელებთან მუშაობის გამოცდილება. ინფრაწითელი თერმული გამოსხივების თერმო-ფირებით გათბობას გათბობის სხვა ტრადიციულ სახეობებთან (ქვაბი, კონექტორი, ელექტრო და აირ-ღუმელი, ბუხარი და სხვ.) შედარებით მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია: ეკონომიურობა, უსაფრთხოობა, სამკურნალო თვისებები, მონტაჟის სიმარტივე, უნივერსალობა და სხვა. ნათქვამია, ზამთარში ფეხები იქონიეთ სითბოში და თქვენი ორგანიზმი გაციების ბევრ შემოტევას გაუძლებს. თბილი იატაკები ინფრაწითელი სხივებით, არა მარტო შეგინარჩუნებთ ფეხებს სითბოში და გააძლიერებს თქვენი ორგანიზმის მედეგობას გაციების მიმართ, არამედ, საკმაოდაც შეამსუბუქებს თქვენს ჯიბეზე მოქმედ ფინანსურ ტვირთს. თერმო-ფირი ინფრაწითელი გამოსხივებით არის ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და ექსპლუატაციაში ეკონომიური გათბობის საშუალება.

Viewing all articles
Browse latest Browse all 4751

Trending Articles