ქართული ტრადიციონალური ფარმაკოლოგიის პრობლემა !!!
სავალალო მდგომარეობაშია ქართული ტრდიციონალური ფარმკოლოგია. ეფექტური, უვნებელი და სიცოცხლის მომნიჭებელი ქართული მცენარეული პრეპარატებიდან, ფარმაცევტულ ქსელს ერთეულებიღა შემორჩნენ და ისინიც სულს ღაფავენ. ხმალამოწვდილნი დარევიან მათ ქართული ფარმაციის მონოპოლისტები. უცხო ქვეყნებიდან პატენტირებული ქიმიური პრეპარატების აქ იაფად დამზადება და რეალიზება უფრო მომგებიანია მათთვის, ვიდრე სამამულო წარმოების უვნებელი, მცენარეული პრეპარატების რეკლამირება და ავადმყოფებამდე მიტანა. მწარმოებლებიც თვითონ არიან, აფთიაქებიც მათია, კლინიკებიც, ექიმებიც და მთავრობაც მფარველად უდგათ. მათ დაუკითხავად რომელიმე კლინიკაში, აბა, ვინმემ გაბედოს პაციენტისათვის, მათი კურირების ქვეშ არ მყოფი, რომელიმე ქართული პრეპარატის დანიშვნა! ან, ვინმემ გაიფიქროს თავისი პრეპარატის რეკლამირება! მას ისეთ ბლოკირებას მოუწყობენ, სარეკლამო ფული კი არა, საარსებო ფული სამათხოვრო გაუხდება. ყვავის დემოკ რატიული საქართველო, ყვავიან ამა ქვეყნის ძლიერთა მფარველობას შეყუჟული, საქართველოს ფარმაციის მონოპოლისტი ლიდერები, ხარობს ქვეყანა, საამურია მეფობა.
ცოცხალი მალამო - იმუნოსისტემის აღმდგენი, საუკეთესო უნივერსალური მალამო მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე!
↧